Tuesday, November 22, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია
   დღევანდელი, დასკვნითი მოდულის ფარგლებში მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაცია. კოლეგების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, გავეცანით ეფექტური პრეზენტაციის დაგეგმვისა და წარმართვის ხერხებს. შევაფასეთ საკუთარი პრეზენტაციის ძლიერი და სუსტი მხარეები. 
   არსებული 36 საათიანი ტრენინგის ფარგლებში შევისწავლეთ იმდენი ნიუანსი, რომ კიდევ უფრო მეტად შევიგრძენი საკუთარი როლი სასწავლო პროცესში. შესწავლილი მასალა და შეძენილი უნარები დამეხმარება უფრო საინტერესო გავხადო ჩემი მუშაობა.

Tuesday, November 15, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია
   დღევანდელი მოდულის ფარგლებში განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო შეფასების რუბრიკის ადაპტირება, გავეცანით უკუკავშირის ეფექტურ ფორმებს, განვიხილეთ ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს ( აღქმის სხვადასხვა სტილი) და პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფები, გავეცანით სვეტოვანი დიაგრამის მონაცემთა წარმოდგენის გრაფიკულ  ფორმებს და ავაგეთ ჩვენთვის სასურველი დიზაინის დიაგრამა.
მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი მოდულის ფარგლებში გავეცანით ინფორმაციის სანდოობის კრიტერიუმს,გადმოვწერეთ და ბლოგზე განვათავსეთ სურათები,საქაღალდეში შევიტანეთ ცვლილბები და გამოვაქვეყნეთ, შაბლონების გამოყენებით შევისწავლეთ სასურველი დიზაინის მქონე სერტიფიკატის დამზადება, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ და გავიაზრეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.

Tuesday, November 8, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი მოდულის ფარგლებში შევისწავლეთ ბუკლეტის დიზაინის შექმნა, სლაიდის წარმოება. გავეცანით პრეზენტაციის წარმოების ეფექტურ ხერხებს და მოვამზადეთ საკუთარი პრეზენტაცია.
მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი მოდულის ფარგლებში ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, მოვამზადეთ სლაიდი, გავაფორმეთ, გავახალისეთ საინტერესო ინფორმაციითა და ილუსტრაციებით და ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი