Saturday, October 29, 2016

მესამე დღის რეფლექსია
     
     დღევანდელი მოდულის ფარგლებში გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს, 21-ე საუკუნის უნარჩვევებსა და სიტყვებს, დავხვეწეთ პროექტის შინაარსი, სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები. ჩამოვაყალიბეთ პროექტის განსახორციელებლად მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავამრავალფეროვნეთ საკუთარი ბლოგი და შევისწავლეთ youtube-დან სასურველი ვიდეო რგოლის მოძებნა და ჩამოტვირთვა, keepvid.com ოფიციალური ვებ - გვერდის დახმარებით. ასევე, შევისწავლეთ, თუ როგორ გამოვაქვეყნოთ სასურველი ვიდეო ბმული ჩვენს მიერ შექმნილ პერსონალურ ბლოგზე.
პირველი დღის რეფლექსია
ამ მოდულის ფარგლებში ვისაუბრეთ მასაწვლებლის როლზე სასწავლო გარემოსა და საგაკვეთილო პროცესში. განვიხილეთ 21-ე საუკუნის გამოწვევები, შევქმენით საკუთარი საქაღალდე, გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, შევქმენით პერსონალური ბლოგი და მოვიფიქრეთ მისი დიზაინი.

How To Add A Little Free Library To The World Map

Sunday, October 23, 2016

მეორე დღის რეფლექსია
     დღევანდელი მოდულის ფარგლებში საკუთარი პროექტის დასახელება გავაცანით კოლეგებს, ვიმსჯელეთ პროექტის შინაარსსა და მსვლელობაზე, გამოვკვეთეთ პრობლემა. განვსაზღვრეთ  პროექტის ვადები/განხორციელების დრო, შინაარსი, სწავლის შედეგები, და მიზნები.
     შევისწავლეთ თუ როგორ ვაწარმოოთ პირადი ბლოგის დახმარებით კვლევა / ინტერნეტ გამოკითხვა, რაც ვფიქრობ მომავალში მეტად გაამარტივებს და მრავალფეროვანს გახდის ჩემს მუშაობას.